LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეულობა და 164 გარდაცვლილი – ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა

84
ყაზახეთი

დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა. ქვეყანაში არეულობების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ყაზახეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს 164 ადამიანი დაიღუპა.

პარალელურად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა მორიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა.

პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე გაათავისუფლა და ახალი წევრები დანიშნა.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაა დაგეგმილი. რუსული მედიის ინფორმაციით, მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.