LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონმა“ ბრიტანეთის ეკონომიკა 2 თვეში შესაძლოა $48 მილიარდით აზარალოს

95
uk-covid

„ომიკრონმა“ ბრიტანეთის ეკონომიკა, შესაძლოა, $48 მილიარდით აზარალოს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Covid-19-ის დაავადებითა და სავალდებულო იზოლაციით გამოწვეულმა პერსონალის დეფიციტმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში შესაძლოა, იანვარსა და თებერვალში, მილიარდობით ზარალი გამოიწვიოს.

საქმე ის არის, რომ უაღრესად გადამდები „ომიკრონის“ ვარიანტით გამოწვეული ინფექციების მზარდი რაოდენობა ზეწოლას ახდენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე და ბიზნესზე.

დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორი დასაქმებულების მიერ სამსახურის დატოვების მზარდ ტენდენციას განიცდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები