LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის აეროდრომი სამგზავრო თვითმფრინავების მისაღებად უკვე მზადაა

228
თელავის-აეროდრომი-მიმინო

თელავის აეროდრომი 20-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავების მისაღებად მზადაა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს, რომელიც წერს, რომ „მიმინოს“ რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე BM.GE -ისთან აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი აკმაყოფილებს ყველა პირობას იმისთვის, რომ სამგზავრო თვითმფრინავები მიიღოს.

„შეგვიძლია თქვათ, რომ მიმინოს აეროპორტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომ მიიღოს 20–ადგილია სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენებს და არიან სახელწმიფო დონაციაზე. ჩემი აზრით, თუ ეს ფრენები განხორციელდება მხოლოდ მგზავრის ხარჯზე და ბილეთის სრულ თანხას გადაიხდის მგზავრი, ფრენები ვერ განხორციელდება. თუ სახელმწიფოს დაფინანსება გავრცელდება კახეთის რეგიონზეც, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად”-აცხადებს სერგო ტეფნაძე.

შეგახსენებთ, თელავში, „მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები