LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება – ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია

70

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ავტობუსების პარკის განახლებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებულია კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“.

„2018-2019 წლებში მოხდება ავტობუსების სრული განახლება. ყვითელი, არსებული ავტობუსები აღარ იქნება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და პრობლემაა მგზავრებისთვის. მინდა, გითხრათ, რომ თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. გაიმარჯვა კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მინდა, მოგილოცოთ, 90 ახალი ავტობუსი ეყოლება ქალაქს. პროექტის ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს 90 ავტობუსი საკმარისი არ არის და 2018-2019 წლებში ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები