პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაულიც მიულოცა.
შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია თბილისის ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ იმართება, თუმცა ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა მოეწყო.