LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – კარგად ვიცი, როგორც მოკვდა: ლექსო ლაშქარავას დედა

99
ლაშქარავა

„UNESCO“-ს მიერ, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანას, ლექსო ლაშქარავას დედა თინათინ კახიძე ეხმიანება. როგორც თინათინ კახიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაასახელეს ხელისუფლება სიკვდილის მიზეზად, თუმცა UNESCO-ს სია კიდევ ერთი დასტურია, რომ ლექსო ლაშქარავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

ლექსო ლაშქარავას დედა საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვს, დადონ დასკვნა, რა წამალი გაუკეთეს ლაშქარავას მას შემდეგ, რაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

„ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რა იყო მიზეზი, დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა, კარგად ვიცი, როგორც მოკვდა. რა გაუკეთეს, დადონ დასკვნა”, – ამბობს თინათინ კახიძე „ტვ პირველთან”.

„UNESCO“-მ მსოფლიოში მოკლული (!) ჟურნალისტების სია განაახლა – ლექსო ლაშქარავაც იქაა: ელენე ხოშტარია

ღმერთი სამართლიანია – სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება: ინგა გრიგოლია UNESCO-ს მიერ, „მოკლული ჟურნალისტების“ სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანაზე

„UNESCO“-მ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა – სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული: ნიკა სიმონიშვილი

UNESCO-ს არასწორი ინფორმაცია აქვს: ირაკლი ზარქუა UNESCO-ს მიერ, „მოკლული ჟურნალისტების“ სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები