LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაჩანაც და ბიჭებიც გაყვანილები არიან სამშვიდობოს, ალმაათიდან მოშორებით” – ბოლო ცნობები ყაზახეთში მყოფ ქართველებზე, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ

263
Untitled design - 2022-01-06T135423.467

ყაზახეთში მყოფი ქართველები, რომლებიც  დახმარებას ითხოვდნენ, სამშვიდობოს არიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ზუკა ბახტაძე – ბალანჩივაძე ავრცელებს.

„მეგობრებო, ბაჩანაც და ბიჭებიც გაყვანილები არიან სამშვიდობოს, ალმაათიდან მოშორებით კერძო სახლში, კარგი ადამიანების დახმარებით, ასე რომ აღარ ინერვიულოთ“, – წერს ზუკა ბახტაძე – ბალანჩინი.

 

 

შეგახსენებთ, ბაჩანა მელაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი იმყოფებოდა. ბაჩანა ამბობდა, რომ მათ არ აქვთ საკვები და ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებდნენ.

„ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. 9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტობრივად „გავიჭედეთ“ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ მაღაზიებში არაფერი იყო რომ გვეყიდა.

საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ როგორმე დაგვეხმაროთ ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, რომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან-არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, – აცხადებდა ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი.

უკონტროლო ვითარება ყაზახეთში: სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები