LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონის” სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და 40 წლამდე ადამიანები: მაია ჩხაიძე

2335
მაია

“ომიკრონის” გავრცელების პირობებში, იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა ქვეყანაში გარდაუვალია.

„ომიკრონი“ ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელებიდან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის“, – აცხადებს იმუნოილოგი

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მისივე შეფასებით, მოსახლეობისთვის მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, საჭიროა იმუნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

პროფესორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის სამიზნე ახლა ძირითადად ბავშვები არიან.

“ომიკრონის” სამიზნე აღმოჩნდა ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა, ვვარაუდობ, რომ ჩვენთანაც ასე იქნება.” – აცხადებს მაია ჩხაიძე

ამასთან, მედიცინის დოქტორის, თქმით, ახალი შტამის სწრაფი გავრცელება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.