LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები: „თელმიკო“

327
თელმიკო

„ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენებების დეტალური ანალიზი, შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გადასახადების გადაანგარიშება. ამასთან ერთად, გადასახადის კორექტირების პროცესში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა არ მოხდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელმკო“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან შეიცვალა მრიცხველის წაკითხვის პერიოდი და ელექტროენერგიის გადახდის ვადა. აღრიცხვის ახალ მოდელზე გადასასვლელად, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს სს „თელასმა“ მრიცხველებიდან აიღო ჩვენება, მიღებული ჩვენებების საფუძველზე კი „თელმიკოს“ მიერ მომზადდა და დაიგზავნა ქვითრები.

„თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით *303#, ან მოგვმართოთ ქოლ ცენტრში, ფეისბუქის, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

გაცნობებთ, რომ ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას. „თელმიკოს“ მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 2022 წლის 1 იანვრიდან არ შეცვლილა. დამტკიცებულ ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ სემეკის ვებგვერდზე, ან თელმიკოს ოფიციალურ გვერდზე https://bit.ly/3t7Ju66

თელმიკოს ქოლ ცენტრის ნომერი +995 32 5 000 777, ელ-ფოსტა: [email protected]“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები