LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლიანი მოუშუშებელი ტკივილი და პროფესიონალების თვალით დანახული აგვისტოს ომი [ვიდეორეპორტაჟი]

837

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. 10 წელია საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 1 747. დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე, მათგან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები