LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის დიდი პრემიერების ტოპ-5 – რომელი სერიალების ახალ სეზონებს უნდა ველოდეთ მიმდინარე წელს

417
page

პანდემიით დაზარალებული კინოინდუსტრია ძალებს იკრებს. 2021 წელს ჩვენ არაერთი კინოპრემიერა ვიხილეთ. ეკრანებს  საკულტო სერიალები დაუბრუნდა, მათ შორის „სექსი დიდ ქალაქში“, „მეამბოხე სულები“ და ა.შ…დიდი პრემიერები 2022 წელსაც არ მოგვაკლდება.

„ფორტუნა“ გთავაზობთ იმ სერიალების ახალ სეზონებს, რომელთა პრემიერაც უკვე მიმდინარე წელს შედგება. 

„ბრიჯერტონი“

სატელევიზიო დრამის მეორე სეზონი ერთ-ერთი „ბრიჯერტონის“, ენტონის შესახებ მოგვითხრობს. წინ დიდი ვნებები და ინტრიგები გველოდება. მეორე სეზონის პრემიერა  25 მარტს შედგება.

„ეიფორია“

სერიალის მთავარი პერსონაჟი 17 წლის გოგონაა, რომელიც ცდილობს, იპოვოს ემოციური ბალანსი სიყვარულს, დანაკარგებსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას შორის. „ეიფორიას“ პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა, მეორე სეზონის პრემიერა კი 9 იანვარს გველოდება.

https://www.youtube.com/watch?v=JdwZwrs8Qt0&feature=emb_title

„უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“

სერიალის მე-6 სეზონი ჯერ კოვიდ-19 პანდემიის გამო გადაიდო, ხოლო შემდეგ, პრემიერის თარიღმა მთავარი პერსონაჟის, ბობ ოდენკრიკის ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზით გადაიწია. სერიალის ახალი სეზონი წელს გამოვა, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

„დრაკონების სახლი“ 

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველი „დრაკონების სახლი“  მოგვითხრობს ამბებს, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ მიმდინარე მოვლენებამდე 200 წლით ადრე ვითარდება. HBO– სერიალის პრემიერა წელს შედგება.

ვიდეო: HBO-მ „დრაკონების სახლის“ პირველი თიზერი გაავრცელა

ჰოგვორსტში დაბრუნება – ჰარი პოტერის 20 წლის იუბილე

„ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის აღსანიშნავად, სპეციალური გადაცემა მომზადდა. გადაცემა ლეგენდარულ სამეულს, დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა,  ემა უოტსონს და სხვა მსახიობებს აერთიანებს. გადაცემის პრემიერა 1-ელ იანვარს შედგა.

ბავშვობა გაცოცხლდა – „ჰარი პოტერის დაბრუნება“ – პირველი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა