ლისის ტბის მიმდებარედ, მიწისქვეშა სამუშაოების დროს, გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგება შეწყდა.
ინფორმაციას კომპანია “თბილისი ენერჯი” ავრცელებს:
“სამშენებლო კომპანიამ ჩვენთან შეუთანხმებლად, ლისის ტბის მიმდებარედ დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოების დროს, გაზსადენი დააზიანა. მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოიშვა!!
გაზმომარაგება 22:00 საათამდე აღდგება”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.