LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მიიღეს თბილისელებმა წყლის გადასახადის ორი ქვითარი – GWP განმარტავს

187
1

რატომ მიიღეს თბილისში მაცხოვრებელმა ჯივიპის აბონენტებმა წყლის გადასახადის მეორე ქვითარი – ამასთან დაკავშირებით კომპანია GWP განცხადებას ავრცელებს.

როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განმარტავს, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. ამ ცვლილების შედეგად კი მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს:

“დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის თვის ბოლო დღეებში – 29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს ჯივიპის საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები