მუქარის ან პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პანკისელი მუსა ხანგოშვილის დედამ, მედეა ხანგოშვილმა მედიასთან პირველ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მუსა ხანგოშვილი 12 წელია რუსეთში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში პირველად ჩამოვიდა. დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი რუსეთიდან პანკისში ოჯახის მოსანახულებლად და ინფორმაცია, რომ კადიროვმა ის ხეობაში სპეციალურად გამოგზავნა ტყუილია.
“ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ინფორმაცია, თითქოს კადიროვმა ხეობაში სპეციალურად გამოგზავნა, ტყუილია”,-აცხადებს მედეა ხანგოშვილი.
რაც შეეხება მანამდე, პანკისის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მედეა ხანგოშვილიაცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში ძებნაში მყოფი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.
„კადიროვის შემოგზავნილი არისო. აზრადაც კი არ აქვს მოსული მას ესეთი რაღაცა. მერე რა მოხდა, მეგობრობს კადიროვთან, იქ ცხოვრობს და თავის საქმეს აკეთებს. განყოფილების უფროსთან მივალო, რომ შემოვიდა, თემო გასული ყოფილა, ათი წუთი, იქ ერთ-ერთმა მილიციონერმა გამოიწვია რა, თან ეს დიაბეტიანია და ამას პატარა რაღაცაც კი ყოფის ხოლმე, ხოდა დაილაპარაკეს. იმან კიდე იმ წუთში გამოიძახა პოლიცია,“- ამბობს მუსა ხანგოშვილის დედა.
როგორც ცნობილია, მუსას ძმას, ანზორ გიშკაევს ყოფილმა ხელისუფლებამ წლების წინ პანკისში განვითარებული მოვლენების გამო 26 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მუსა ხანგოშვილი გურჯაანში ოთხ აგვისტოს დააკავეს და ყვარელში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.