LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: შეხვედრების ოთახში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს – როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი

137
დიმიტრი საძაგლიშვილი

„კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობ,“– ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

„ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

როგორც ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ექიმები იყოს დაშვებული, როგორც პირადი ექიმი, ასევე კონსილიუმის წევრები, რადგან „ცხადია რომ მასზე კვლავ აღინიშნება არაადამიანური მოპყრობის და წამების კვალი, რისი მსხვერპლიც გახდა სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან“.

საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას ეფექტიანად აწარმოებდა და ამის გამო „ვნახეთ სამ დღეში გაუქმებული ინსტიტუცია“.

“ერთი ჯოხის ორი ბოლო” – უჭერს თუ არა მხარს პარტია “საქართველოსთვის” სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

„ეს იყო ხელისუფლების გზავნილი, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც აირჩევს კანონისადმი მორჩილებას ივანიშვილის მორჩილების ნაცვლად, დაისჯება ზუსტად ამ ფორმით რა ფორმითაც დაისაჯა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, -განაცხადა საძაგლიშვილმა.

“გირჩი” “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს, “ლელო” კი სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები