საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
“მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი შემოწმების გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში”,- წერს კელი “ტვიტერზე” და საელჩოს შესაბამის განცხადებას აზიარებს.
აშშ-ს საელჩო: გასულ კვირას, მმართველმა პარტიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა