Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წერეთლის გამზირზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა

292

წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე, გვიან ღამით პატრულირების დროს, „დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ.

“პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების – ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება რ. შ-ს და თ. ძ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 – ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

პოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი. 1989 წელს დაბადებული გ. ბ., 1979 წელს დაბადებული ჯ. ნ., 1984 წელს დაბადებული თ.ს. მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები