რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა და მასში ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართობა ან მფრინავის შეცდომა სახელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთ-ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურამ საქმის გამოკვლევა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო.