LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

91
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

უფლებადამცველის განცხადებით, სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსაურის გაუქმებას უკავშირებს გამოძებას, რომელიც მისი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანასთან დაკავშირებით არის დაწყებული. სწორედ ამიტომ, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ეტაპირებასთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. ოპოზიციას პარლამენტში 60 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევს, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად რესურსი ეყოფა.