LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 და 9 წლის ბავშვებს სახე და ორივე მტევანი დამწვარი აქვთ, 50% მოზარდი იყო – ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებულებზე

201
1

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს 30-მდე პაციენტმა მიმართა.

როგორც “ფორტუნას” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში ორი პაციენტი რჩება – 8 და 9 წლის ბავშვებს სახე და ორივე მტევანი აქვთ დამწვარი.

ქაშიბაძის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია:

“ახალი წლის პერიოდში, დაახლოებით, 30-მა პაციენტმა მოგვმართა. აქედან, დაახლოებით, 50 % იყო მოზარდი, 50 %-კი მოზრდილი.

2 პაციენტი წევს – 8 და 9 წლის მოზარდები, რომლებმაც დაზიანებები პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიიღეს, მათ სახე და ორივე მტევანი აქვთ დამწვარი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენი პაციენტები ამბულატორიულად გაეწერნენ” – განაცხადა ქაშიბაძემ.

კითხვაზე, რომელიმე პაციენტს ხომ არ ჩაუტარდა ამპუტაცია, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პაციენტებს ასეთი ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებიათ და იყო დამწვრობა სახის და მტევნების არეში.

თბილისში პიროტექნიკით 8 პირი დაშავდა, რეგიონებში 19 – რამდენი მათგანი მკურნალობს კლინიკაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები