LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა: NCDC

87
ნცდც

„მობილობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა“, – აღნიშნულ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC საზოგადოებას დისტანციის დაცვისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს. ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია.

ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა.

შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე.

არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა.

გილოცავთ ბედობას, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.