LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში

191
ამინდი

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი შედარებით გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +2, +7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღის საათებში კი დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსამდე დათბება.

1 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -2, ხოლო დღის საათებში +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.