მიხეილ სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხზე სამართლებრივი მუშაობა გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
“მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს დავის გაგრძელება. მათ შორის დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წაღებული.” – განაცხადა ადვოკატმა
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მშვენიერაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი დღეს სისუსტეს გრძნობდა.
“მე არ ვარ ექიმი და გამიჭირდება უფრო კონკრეტული დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მძიმეა ან არ არის მძიმე მისი მდგომარეობა.” – აცხადებს მშვენიერაძე.