LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს

86

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის ატიკას რეგიონში ცეცხლის  ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

ხანძარი აღნიშნულ რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა.

35 წლის საბერძნეთის მოქალაქე სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანში წარდგება.

შეგახსენებთ, ატიკას რაიონში მდებარე ქალაქ მატიში 23 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 190 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები