LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას არადემოკრატიული კანონის გამო: ლონდა თოლორაია

49
ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განცხადა.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, მის წინააღმდეგ “ბოტ-ტროლების საშუალებით ძალიან ბინძური კამპანიაა დაწყებული.”

“ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო,” – აცხადებს თოლორაია

ლონდა თოლორაია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისას არსებულ დაბრკოლებებზე ესაუბრა.

“მე მართლა მქონდა იმედი დარჩენილი, რომ რაღაც წითელი ხაზები კიდევ იყო დარჩენილი, რომელზე გადასვლაც არ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ასეთი ხაზები არ არსებობს. მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ეს საშინელი ბინძური კამპანია შეწყდეს“, – განაცხადა თოლორაიამ.