LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი სააკაშვილის საქმეზე: უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც დაიწყეს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით

104
სოზარ სუბარი

„მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული, არაფერი მის უფლებებს არ ემუქრება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც უკრაინის საგარეო სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას იმგვარი ქმედებები, რაც სააკაშვილის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

ვაგრძელებთ მუშაობას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უკრაინულ მხარესთან ქართულ მხარესაც აქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება.

„მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული, არაფერი მის უფლებებს არ ემუქრება. ერთადერთი, რაზეც კითხვები უნდა იყოს ისაა, რომ ეს ადამიანი მართლაც განსხვავებულ პირობებში იმყოფება იმ ათასობით პატიმრისგან, რომლებიც არიან საქართველოს ციხეებში, და ათიათასობით პატიმრისგან, რომლებიც შეიძლება, იყვნენ უკრაინის ციხეებში, სადაც ნამდვილად არ არის იგივე პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილია. უკრაინულ მხარესთან ბუნებრივია, ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც დაიწყეს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.