LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პოტენციალის შესახებ მომზადდა 20-ზე მეტი სტატია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Guardian, CNN, Calvert Journal, Forbes, Business Traveller

73
1874814305

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების მიზნით, მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურიზმის აღდგენის გეგმის თანახმად, ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 28 გაცნობითი და საერთაშორისო პრეს-ტური მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.

პრეს-ტურებში: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. გაიმართა 6 საერთაშორისო გაცნობითი ტური 60 ადამიანის შემადგენლობით. 2021 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა 20-ზე მეტი სტატია, ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: The Guardian, CNN, Calvert Journal, Forbes, Business Traveller, Le Figaro, The Daily Beast სიუჟეტები, 10-მდე სიუჟეტი France5, Arte, Estonia TV3, BBC.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი – სამოგზაურო პლატფორმა განახორციელა. Steller-თან ერთად პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართა. მასშტაბურ პროექტში Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების მსოფლიოში ცნობილი 18 ინფლუენსერი მონაწილეობდა. პროექტის შედეგებმა 7.5 მილიონ მომხმარებლამდე მიაღწია და 3.5 მილიონი ე.წ Impression მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები