LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას გაგვიკვირდა. ნამდვილად არ ველოდით – თიკა მახალდიანის კომენტარი დედის მკვლელის გათავისუფლებაზე

1120
თიკა მახალდიანი

მომღერალი თიკა მახალდიანი „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი დედის მკვლელობაში ბრალდებულის ერთ წელიწადში გათავისუფლებას არ ელოდნენ.

„ყველას გაგვიკვირდა. ნამდვილად არ ველოდით ერთ წელიწადში თუ გამოუშვებდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ 8 წელი ჰქონდა მისჯილი.

15 წელზე იყო თავიდან საუბარი, თუმცა მამა შალვა კეკელიამ მირჩია, რომ ეს გადწყვეტილება არ მიმეღო. ჩვენ, როგორც მეგობრები ისე ვსაუბრობთ ხოლმე“, – განაცხადა თიკა მახალდიანმა.

შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

თამარ ანთელავა საცხოვრებელი კორპუსში, მე-7 სართულზე, ხანდაზმულ დედასთან ერთად იყო, როცა ტყვია მოხვდა. ამ პერიოდში თბილისში კოვიდ პანდემიის გამო კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, ის შსს-ის თანამშრომლის, სიმონ გაბრიაძის მიერ უმისამართოდ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გაბრიაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როცა აივანზე გავიდა და „ვიკინგის“ (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ გაისროლა. ერთ-ერთმა ტყვიამ კი თამარ ანთელავას სიცოცხლე შეიწირა.

გაბრიაძე დააკავეს. პროკურატურამ მას თავდაპირველად ბრალი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით წარუდგინა. მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. სასამართლომ საქმე სწორედ ამ მუხლით განიხილა, გაბრიაძე გაამტყუნა და 2021 წლის იანვარში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები