გაქვთ მაღაზია და გიჭირთ მარაგების მართვა? ფიქრობთ, რომ შესაბამისი პროგრამის დაყენება დიდ თანხებს მოითხოვს? მაშინ გაიცანით ოპტიმო – ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, ხელმისაწვდომი ციფრული პროგრამა.
ოპტიმო არის ხელსაწყო ბიზნესისათვის, რომელიც ამარტივებს არამარტო მარაგების აღრიცხვას, კონტროლს და მართვას, არამედ ბიზნესოპერატორს აწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია მისი ბიზნესის წინსვლა-განვითარებისთვის, იქნება ეს შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავლები, მოგება… თან, ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ არ ითხოვს ფიზიკურად ადგილზე ყოფნას. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი თვალი ადევნოთ თქვენს ბიზნესს, მთავარია, გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და ყოველთვის გეცოდინებათ, თუ რამდენი შეადგინა გაყიდვების ჯამმა, რა პროდუქცია შეისყიდა თქვენმა კომპანიამ იმ კონკრეტულ დღეს, რომელი პროდუქტი, რომელ დღეს/საათზე ტოვებს მეტ მოგებას და.ა.შ.
ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება და მისი დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან. პროგრამა საგრძნობლად ამარტივებს მოლარის სამუშაო პროცესს, რადგან მოლარეს აძლევს საშუალებას, საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში; გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება; გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით – ფოტოთი, დასახელებით; ამოწმოს გაყიდვების ისტორია; არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი.
ოპტიმოს მოქნილობის და მრავალფუნქციურობის გამო, ხშირად ფიქრობენ, რომ მისი დაყენება დიდ თანხებთანა დაკავშირებული, რეალურად კი საქმე სხვაგვარადაა. ოპტიმოს მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და სწორედ ამიტომ, ორი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას უფასოდ დატესტოს პროგრამა, მოარგოს ბიზნესს და შემდეგ დაიწყოს თანამშრომლობა.
ოპტიმოს გუნდის წევრები მუდმივად მზად არიან, დაეხმარონ პარტნიორებს წარმოშობილი პრობლემის მოგვარებაში, მანამდე რასაკვირველია, უტარებენ ტრენინგებს, რათა მარტივად შეძლონ პროგრამის გამოყენება.
ყოველთვიურად, მინიმალური გადასახადის – 40 ლარის სანაცვლოდ, ბიზნესოპერატორი იღებს მარაგების პროგრამაზე წვდომას, რაც საგრძნობლად უმსუბუქებს საქმეს, როგორც ბიზნესის მესაკუთრეს, ასევე მომუშავე პერსონალს. საახალწლოდ, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით რთულდება მარაგების კონტროლი, ამიტომ ახლა საუკეთესო დროა, ისარგებლოთ პროგრამა ოპტიმოთი და მშვიდად, მოწესრიგებულად, ყველა მოთხოვნადი პროდუქტის საჭირო მარაგით შეხვდეთ წელიწადის ყველაზე ქაოსურ, მაგრამ შემოსავლიან პერიოდს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ optimo.ge-ის, შეავსეთ აპლიკაცია და დაელოდეთ ზარს კომპანიისგან, რომელიც თქვენთან ერთად იზრუნებს თქვენი ბიზნესის კეთილდღეობისთვის.
R