LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ

102
სსს

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 100 000-მდე კომპანია, 130 000-ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი (ბაიერი) და პრესის წარმომადგენელი. ღონისძიებაში, ე.წ. ეგზიბიტორის სახით მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ დიზაინერებისთვის, რომლებიც მიღებულნი არიან მათთვის სასურველ შოურუმებში. ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

„თუ გსურს წარადგინო საკუთარი პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3JdCkTt  

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 07.01.2022; 23:55 GMT +4 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე – 1525“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 10 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

შენიშვნა:

სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიების რაოდენობა: 10

კონკურსის ფარგლებში აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი, მისთვის სასურველი შოურუმი (!)

აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე -კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები