ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აჭარის მაღალმთიანეთში, კურორტ „გოდერძიზე“, ზაფხულის სეზონს ოფიციალურად 1 აგვისტოს გახსნის.
შეგახსენებთ, სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ პირველად 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები. ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს.
კურორტიდან შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე. კურორტზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა.
კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.