„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან, მოშიმშილეების მოსანახულებლად დღეს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბევრი ადამიანს, რომელიც საყოველთაო შიმშილობის აქციაში ჩართული, ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ალასანიას თქმით, ისინი შიმშილობას არ წყვეტენ.
„ეს შიმშილობა მარტო ჩემი შვილის თავისუფლება არაა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.
შევხვდი ადამიანს, რომელსაც შუნტირება აქვს, 4 შუნტი აქვს დადებული და არაფრით არ შეიძლება მისთვის შიმშილი, ექიმები ეუბნებიან, უკრძალავენ და ფეხს არ იცვლის, კატეგორიულად არ მიდის. სხვებიც არიან, რომელთაც ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, მაგრამ კატეგორიულად არსად არ მიდიან და აგრძელებენ შიმშილობას“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან, უკვე მე-6 დღეა საყოველთაო შიმშილობის აქციაში 200-ამდე მოქალაქე შიმშილობს.