Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს ისევ არ აღიარებს და ორი პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს ისევ არ აღიარებს და ორი პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს

75

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს და ორი პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს. კობაურს ახალი ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შეხვდა.

კობაურის ინტერესების დამცველის ალექსანდრე კობაიძის განცხადბით, არის გარკვეული დეტალები, რომელზეც ის დღეს ვერ ისაუბრებს. კობაიძე ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ახალ დეტალებზე საუბარს ხვალ გეგმავს.

„მალხაზ კობაური იგივე პოზიციაზე რჩება, რაც აქამდე ჰქონდა – ბრალს არ აღიარებს. არის გარკვეული დეტალები, რაზეც ხვალ ვისაუბრებთ, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობა ჩადენილია მისთვის უცხო ორი პირის მიერ. ასევე საუბრობს კიდევ სხვა პირებზეც“, – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.