თემურ ალასანიას საერთაშორისო კრიმინალურ ბიზნესში ჩართულობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ალასანია წლების განმავლობაში თავის ინტერესებზე მუშაობდა. ვერ გეტყვით, პირადად ბიძა აძლევს თუ არა ძმისშვილს ფულს, მაგრამ ის, რომ თემურ ალასანია ბევრად უფრო წონიანი ფიგურაა, საერთაშორისო ჩრდილოვან ბიზნესში, ეს ფაქტია“, – განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხოლოდ მრჩეველია, თუ მის პარტიასაც უწევს დოტაციას, არეშიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მისთვის უცნობია.
“”თემურ ალასანია 2010-11 წლებში სენატში წარდგენილ დამნაშავე პირებთან ახლო ურთიერთობაში იყო” – მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძის თქმით, იარაღის საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებით, 2010-11 წწ-ში ამერიკის სენატში კვლევა იყო წარდგენილი, სადაც არაერთი ცნობილი გვარი ფიგურირებდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია დასჯილი. არეშიძემ აღნიშნა, რომ თემურ ალასანია კი აღნიშნულ ანგარიშში მოხსენიებულ პირებთან ახლო ურთიერთობაში იყო.