LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო დღეებში მაინც გახსენით კლუბები, ნუ მოსტაცებთ ამ ხალხს გრინჩივით ახალ წელს – უგულავა “ოცნებას” მიმართავს

106
BeFunky-collage (2)

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ღამის კლუბების დალუქვასა და დაჯარიმებას ეხმაურება და “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

ნაჯა ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!

საკლუბო სექტორის წარმომადგენლის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ 10 000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გადასცა

“ბათუმში ჩავეხუტოთ მოსკოველ სულით ხორცამდის აუცრელ ფირცხალავას, ხაშურში “ვენაცვალოთ ოცნებას კვერცხებში” თათარაშვილთან ერთად.

ვიქეიფოთ ყველა რჯულის რესტორანში, მაგრამ აუცილებლად დავლუქოთ კლუბები, რომლებმაც აუცრელების გაფილტვრის წესი დანერგეს ყველასგან განსხვავებით.

მერე რა, რომ დაპირდი და უამრავი ახალგაზრდა გადააგდე, მანამდე მთელი ერი გადააგდე პროპორციულზე, უფასო ფულზე და სოლარიუმზე. გადააგდე ყველა სოფელი ხუთ მილიონში, ას ქარხანაზე და იაფ დენზე – გ ა დ ა ა გ დ ე – ყველა ყველაფერში, აგერ კუჭავაც კი გადააგდე

სანამ გადაგდებული ქვეყანა არ გაერთიანდება გადამგდების წინააღმდეგ, საათითაოდ ყველას გადაგვაგდებს

პ.ს. ქართული ოცნება / Georgian Dream ამ სადღესასწაულო დღეებში მაინც გახსენით კლუბები.

ეპიდემიას ეგ ვერაფერს დიდს დამართებს. ნუ მოსტაცებთ ამ ხალხს გრინჩივით ახალ წელს და ახალ იმედებს”, – წერს გიგი უგულავა.

სააკაშვილი: სრული სოლიდარობა კლუბებს… ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები