საკლუბო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ტატო გეთიას განცხადებით, შრომის ინსპექციამ მათ 10 000 -ლარიანი ჯარიმის ქვითარი გადასცა, თუმცა აღნიშნული ქვითარი მათ არ ჩაიბარეს.
ადგილზე საკლუბო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების მისამართით ისმის შეძახილები: ” წადი! წადი! ”
“ინტერპრესნიუსის” ცნობით, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბ “ბასიანთან” მყოფ სტუმრებმა კლუბის დალუქვის საშუალება არ მისცეს.
კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე რჩებიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.