აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების შედეგად 500 სახლია განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას კალიფორნიის შტატის სატყეო მეურნეობისა და სახანძრო დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხანძრის გავრცელების ფართობი 19,5 ათას ჰექტარს შეადგენს, ხოლო ლოკალიზებული ხანძრის კერების მხოლოდ 5%-ია.
აღნიშნული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორ ადამიანამდე გაიზარდა.
შტატის სამ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯამში ევაკუირებულია 12 ათასი ადამიანი.
მეხანძრეები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანრის გავრცელება შეაკავონ. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სამი ათასი მეხანძრე და 17 ვერტმფრენია ჩართული.