LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსმა რადიო „თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

77
რადიო თავისუფლება - ბელარუსი

ბელარუსის ხელისუფლებამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსებს, რომლებიც რადიო „თავისუფლებას“„ონლაინ“ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თავად რადიო „თავისუფლება“ ამ პროცესს აღწერს, როგორც „ გაგრძელებულ შეტევას“ საზოგადოების მიმართ, რომელიც ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა.

„ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო „თავისუფლების“ ბელარუსის სამსახური, რომელიც ცნობილია, როგორც „რადიო სვაბოდა“, ექსტრემისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანა, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გაგრძელებას,“- ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რადიო „თავისუფლების“ ერთი თვის წინ დაკავებული ჟურნალისტის ანდრეი კუზნეჩიკის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებს უკავშირდება კუზნეჩიკის წინააღმდეგ აღძრული საქმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები