Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისში ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნამ პიკურ ნიშნულს მიაღწია – გაზრდილია გაყიდვებიც – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნამ პიკურ ნიშნულს მიაღწია – გაზრდილია გაყიდვებიც

204
jpg (2)

თბილისში ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 43%-ითაა გაზრდილი, რაც გასულ თვეებთან შედარებით პიკური მაჩვენებელია – ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, თბილისში, 2021 წლის ნოემბერში 3,541 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს რომ 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფომ 150 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა ახალაშენებული ბინა ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში. ამ მაჩვენებელის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 26% იქნებოდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 162 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის ნოემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,416 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 40%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

2021 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 27%-ით, 48 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 33% და 30%-ით გაიზარდა.

ინფორმაციას Colliers International Georgia ავრცელებს.

თბილისში ახლა უფრო მეტი ბინა იყიდება, ვიდრე პანდემიამდე იყიდებოდა – კვლევის შედეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები