LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ტერიტორია, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, შემოღობეს

85
1

დიდ დიღომში, თავდადებულის 14ა-ში, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს პარკის გაშენება სურთ, ტერიტორიის შემოსაღობად ტექნიკა მიიყვანეს.

გადაწყვეტილებას მოსახლეობა აპროტესტებს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მოქალაქეები მერიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, სურთ, რომ ადგილზე პარკი მოეწყოს, ფეხბურთის ფედერაციას კი, მერიის მხარდამჭერით, დახურული სტადიონის აშენება სურს.

ფეისბუქლაივში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ გუშინ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, რომელმაც გამართა ფორმალური მოლაპარაკება და რომელიც მოსახლეობის აზრს და მოთხოვნას არ ითვალისწინებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე შემოღობვის მიზნით ტექნიკა მანამდეც მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ შემოღობვის ნებართვა გაცემული არ იყო, რამდენიმე დღეში კი ეს ნებართვა საგანგებოდ გაიცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები