LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

111

სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლე მზია ლომთათიძემ სრულად გაიზიარა ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას დარბაზში მყოფი მსჯავრდებულების ახლობლების მხრიდან მოსამართლის მიმართ რეპლიკები მოყვა.

დაცვის მხარის განცხადებით,  ბრალდება დაუსაბუთებელია და გაუგებარია, რატომ დაჭირდა სააპელაციო სასამართლოს ოთხი წელი ამ საქმის განხილვა, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უცვლელად ტოვებდა.

ამავე საქმეში გაერთიანებული იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მაჯავრდებული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ბრალდება, რომელიც ბაჩო ახალაიას ქონდა წარდგენილი. ახალაია ამ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირი იყო აღნიშნული ბრალდების საქმეც ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან გაერთიანდა.

პატიმრების წამების ნაწილში, გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი მეგის ქარდავას მიმართაც. უცვლელი დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი ნავთლუღის სპეცოპერაციისას, 3 ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულების, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის მიმართ.

ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას სასჯელის სახით 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს – 11 წლის ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები