LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ ხეების ჭრას აპროტესტებენ

132

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ ხეების ჭრას აპროტესტებენ. პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ავტოქარხნის სასაფლაოს ტერიტორიაზე ასობით ხე იჭრება. გოგი წულაია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან მისი თქმით, ხდება ტყეების გასხვისება.

“იმისთვის, რომ ფული იშოვონ, ხდება ტყის გასხვისება და არავინ კითხულობს, რა ბედი ეწია იმ ტერიტორიას. ამის მაგალითია, წყალტუბოს გზაზე არსებული ტყე, რომელიც წლების წინ გასხვისდა. კერძო მესაკუთრე ჭრის ასწლოვან ხეებს და არავინ ინტერესდება. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ეს არის ქარსაცავი ზოლი და იცავს ტერიტორიას,” -განაცხადა გოგი წულაიამ.

წულაია ასევე, გამოეხმაურა სვანეთში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ხელისუფლება არ ზრუნავს ტყის მოვლაზე, რის გამოც განადგურდა ასეულობით ჰექტარი და ახლა ცდილობს სვანების დასჯას, რადგან ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები