LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაიშში ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა

74

ხაიშში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა, რომელიც დილიდან პარალიზებული იყო, გახსნეს. ადგილობრივი ზურა ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.
ნიჟარაძის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა მათი მოთხოვნა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შესახებ დააკამყოფილეს, თუმცა მოლაპრაკებები კვლავ გრძელდება.

“ერთ-ერთ მოთხოვნა, რაც იყო მაკონტროლებელი ორგანოების გასვლის შესახებ, დაკმაყოფილდა. აგრეთვე გვითხრეს, რომ ათ დღეში აქ ჩამოვლენ მინისტრები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენს წინადადებებს მოისმენენ. არც ჩვენ გვინდა ხეების ჭრა, ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა გზები. ამას ვითხოვთ უკვე დიდი ხანია”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ზურა ნიჟარაძემ. მისივე თქმით, გზის გახსნის მიუხედავად მოსახლეობა არ იშლება. ადგილზე რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
ხაიშში მოსახლეობა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები