LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „ისევ პირბადე, ისევ დისტანცია და ისევ პანდემია, ისევ განგაში და დაავადებული კოლეგები, გადავსებული კლინიკა და ვისთვის დაბადების, ვისთვის კი გარდაცვალების დღე…“

169
tamarjamurashvili

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ კლინიკები ისევ გადავსებულია კორონავირუსით დაავადებული პაციენტებით…

„2 წელი და ისევ პირბადე…

მომიტევეთ თუ ყველას პირადად ვერ გიპასუხებთ. უდიდესი სიამოვნებით, პერსონალურად გადაგიხდიდით ყველას მადლობას და გისურვებდით ისევ დამშვიდებულიყოს შეშლილი, შეშლილი სამყარო, სითბოს და სიყვარულს დაესადგურებინოს ჩვენს გულებში, ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, სადაც გაღვიძება გაგვიხარდება, უსამართლობის არ შეგვეშინდება და ავად გახდომა, უძლიერესი ჯანდაცვის ფონზე, საგანგაშო აღარ იქნება!

დღეს კი სამწუხარო რეალობა, ისევ პირბადე, ისევ დისტანცია და ისევ პანდემია, ისევ განგაში და დაავადებული კოლეგები, გადავსებული კლინიკა და ვისთვის დაბადების, ვისთვის კი გარდაცვალების დღე…

ვაქცინაცია, დისტანცია და პირბადე, სხვა არაფერი გაგვაჩნია დღესაც კი…

დამდეგს გილოცავთ და ჯანმრთელობას გისურვებთ უკლებლივ ყველას!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები