LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეული ეს ადამიანი ცოტნე დადიანის ტრადიციების გამგრძელებელია – სააკაშვილი მოშიმშილეებზე

100
1

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მასობრივ შიმშილობის აქციას ეხმიანება.

სააკაშვილი მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას უერთდებიან და აცხადებს, რომ თითოეული მათგანი ცოტნე დადიანის და სხვა გმირების ტრადიციების გამგრძელებელია:

“რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში.

თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი.

ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” მასობრივ, უვადო შიმშილობას აცხადებს იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება.

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.

ენმ-ში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა, პარტიის ოფისთან 11 კარავია გაშლილი

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები