Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მედიაში გავრცელებულ კადრებს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო სამსახურის უფროსი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში გავრცელებულ კადრებს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო სამსახურის უფროსი

165

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ერასტი როდონაიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას ხე-ტყის უკანონო ჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ფოტოზე გამოსახული ხის მასალა წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ განგებაა ერთ ადგილას დაგროვილი და ეს არის არა სარეალიზაციოდ გამხადებული ხე-ტყე, არამედ ნარჩენებია, რომელიც მდინარეს მოაქვს. მისი თქმით, 2 თვის წინ თავადაც იმყოფებოდა ფოტოზე გმაოსახულ ადგილას და აცხადებს, რომ არა ამ რაოდენობით, თუმცა ხის ნარჩენები მაშინაც დახვდა.

სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თქმით, ფოტოს მარცხენა ნაწილში ჩანს, რომ მდინარეში დაგროვილი ნარჩენები სწორ კონტურს ქმნის, რაც ზღუდის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც მათ წყალვარდნილზე მოხვედრისა და ტურბინების დაზიანებისგან აკავებს:

“ამ ფოტოს თუ დააკვირდებით, კადრში ზემოთა მხარე სვანეთის მხარეა და უსწორმასწოროა. ქვემოთ კი სწორი ხაზია. მაგ ადგილას არის სპეციალურად წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ გაჭიმული ზღუდე, რომლის დანიშნულებაც არის, რომ ნაგავი არ მოხვდეს წყალვარდნილზე და ტურბინები არ გაჭედოს. ეს ნაგავი დიდი პერიოდის გნამავლობაშია დაგროვილი. ორი თვის წინ რომ ავედი, მაშინაც იყო. ახლა, ამ წყალვარდნილობის დროს რაც ჩამოიტანა, გააჩერა მანდ. შეიძლება იყოს როგორც მორი, ასევე მთლიანი ხე, მოსახლეობის ნარჩენები გადაყრილი და უბრალოდ ნაგავიც. არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის რეალიზაციასთან,” – ამბობს როდონაია.

დღეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, მათი თქმით, უკანონოდ მოჭრილი და სარეალიზაციოდ გამზადებული ხის მასალაა აღბეჭდილი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ბოლო წყალდიდობისას წაიღო. ფოტოებთან დაკავშირებით განმარტება სატყო სამსახურის ხელმძღვანელმა “ნეტგაზეთთან” გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები