LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც ხშირად ვისმენ ხოლმე“ – პროფესორი ვერიკო ბაზიარი

314
verikobaziari

პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის კოორდინატორი, მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი ორსულებში ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს:

გაჩნდა რეკომენდაცია „აცრები ნებისმიერ ტრიმესტრში.“ მას შემდეგ, რაც დელტა შტამმა ამდენი ორსულის სიცოცხლე შეიწირა, ულაპარაკოდ გაჩნდა ეს რეკომენდაცია. თითქმის ყველა ვაქცინამ ჩააბარა ის გამოცდა, რომ გაკეთების მომენტში არანაირი გვერდითი მოვლენა არ ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნებოდა ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები. გარდაცვალების შემთხვევებიც აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული. მე მიყვარს, როდესაც მეუბნებიან სიმართლეს. მედიცინაში მარტივი არ არის იმის თქმა, რომ ან კარგია, ან ცუდია. უბრალოდ ადამიანი არ უნდა მოატყუო. ​მე ამის მომხრე ვარ. მიაწოდეთ ადამიანს ინფორმაცია, რომ მან გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის ყველაზე კულტურული ურთიერთობა ადამიანთან. მომეცი ინფორმაცია და დამიტოვე არჩევანის უფლება მე. მე აცრილი ვარ და ნუ გეშინია, ეს არის ძალიან არასერიოზული, არაკორექტული გამოთქმა, რომელსაც მე ხშირად ვისმენ ხოლმე.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მეუღლეები ზედმიწევნით უნდა უფრთხილდებოდნენ თავიანთ თავს. ასეთ შემთხვევაში მე ვირჩევდი, რომ ქალბატონი აცრილიყო პირველი ტრიმესტრის შემდეგ. თუმცა არის რეკომენდაცია, რომ კი ბატონო, გაიკეთეთ პირველ ტრიმესტრში. ამაზე მონაცემები არ გვაქვს. ეს მონაცემი გაჩნდება მას შემდეგ, რაც პირველი აცრილი ორსული გააჩენს შვილს და თუნდაც პირველი სამი წლის კოგნიტურ და ფიზიოლოგიურ განვითარებას ვნახავთ. მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ასეა. დღეს თავს შევიკავებ ვთქვა, რომ ნამდვილად ასეა. სასურველი ორსული ან ზედმიწევნით იცავდეს რეკომენდაციას, ან მეორე ტრიმესტრიდან აიცრას ნებადართული ვაქცინებით“- ამ თემაზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიაქროს ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები