LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მარტვილს ულამაზესი ცენტრალური ქუჩები და ბულვარი ექნება

159
267165495-6842774929096357-2661539670219967464-n

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, მარტვილში ცენტრალური ქუჩების (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები) და არსებული ბულვარის რეაბილიტაცია.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები