LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის ჩვენება გატაცებაზე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცით – ადვოკატი

73

აფგან მუხთარლის მიერ დაწერილი ჩვენება, რომელიც მის გატაცებას ეხება, საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცით, – ამის შესახებ აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს.

„აფგან მუხთარლიმ სპეციალურად ჩვენი განმოძიებისთვის, ჩემი მოთხოვნით, ჩვენება წერილობით დაწერა, გამოგზავნა და ეს ჩვენება წარვუდგინე საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული ჩვენება დაახლოებით 2 კვირის წინ შევიტანე პროკურატურაში. ჩვენებაში აღწერილია დანაშაულის გარემოებები, თუ როგორ მოხდა გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა. მისთვის უცნობი იყო ის, თუ ვინ გაიტაცა კონკრეტულად, შესაბამისად, სახელის და გვარის იდენტიფიკაციას ვერ ახდენს. ეს ყველაფერი მოხდა აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით,“ – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები