LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარბუქი, ძლიერი თოვა მთაში, ზღვაზე შტორმი და ლიპყინული გზებზე – დღეიდან ამინდი უარესდება

130
1

სინოპტიკოსები დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, ამინდის გაუარესებას ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები – ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ასევე ძლიერი ქარი.

მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები